დღის ამბები

ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას ვერ შეძლებს

ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას ვერ შეძლებს

სტიქიისგან დაზარალებული სოფელ კაბალის მოსახლეობის ნაწილმა გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ აგროსესხები აქვთ აღებული და განადგურებული მოსავლის გამო, საბანკო ვალდებულების გასტუმრებას ვერ შეძლებენ. ისინი ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ. სტიქიის ზონაში, აქციის მონაწილეებს შეხვდნენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დროულად ჩაერთნენ სადაზღვევო პროგრამაში, რითაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ფინანსურ ანაზღაურებას შეძლებენ. როგორც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებული მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას ვერ შეძლებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია იმ 7 ოჯახს, რომელთაც საცხოვრებელი სახლები დაუზიანდათ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უზრუნველყოფს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close