დღის ამბები

მეუფე იაკობი: ტყუილზე დამყარებული სიუჟეტების მომზადება მიუღებელია და ცალკეულ ტელეკომპანიებს მონანიებისკენ მოვუწოდებ

მეუფე იაკობი: ტყუილზე დამყარებული სიუჟეტების მომზადება მიუღებელია და ცალკეულ ტელეკომპანიებს მონანიებისკენ მოვუწოდებ

გასაგებია, რომ ტელევიზიებს ყურებადი რომ გახდნენ, რაღაც სენსაციები უნდათ. სიყვარულით, რომ მომიწოდებდე მივიღებ იმას, მაგრამ როდესაც სენსაციებზე ხარ მაყურებელი, ეს არის ძალიან ცუდი. მე ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველასთვის შეგვიძლია პასუხის გაცემა, – ამის შესახებ მეუფე იაკობმა ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგებისას ისაუბრა.

ბოდბელი ეპისკოპოსი ცალკეულ ტელეკომპანიებს აკრიტიკებს და სენსაციებზე დაყრდნობით ეთერში გასულ მასალებს ამბიონიდან პასუხობს. მეუფე იაკობისთვის ტყუილზე დამყარებული სიუჟეტების მომზადება მიუღებელია და ყველა მათგანს მონანიებისკენ მოუწოდებს.

„ვხედავთ, რომ ვისაც არ ეზარება ყოველდღე, ახალ-ახალ საოცრებებს ვიგებთ. ოღონდ ვინმე რამე თქვას ცუდი ეკლესიაზე… გასაგებია, რომ ტელევიზიები ყურებადი რომ გახდნენ, რაღაც სენსაციები უნდათ. ჟურნალისტებს არ მივმართავ, მაგათ ავალებენ და სამწუხაროდ, დღეს სამსახურები ბევრი არ არის და არ უნდა ძალიან ბევრს სამსახურის დაკარგვა. ეკლესია როცა ძლიერი იყო, საქართველო იყო ძლიერი ! შეიძლება სხვა ერები მოსულიყვნენ, დაპყრობილები ვყოფილიყავით, მაგრამ ეკლესია ქართულ ენასაც ინარჩუნებდა, ტრადიციებს და ყველაფერს, რაც კარგი იყო. ყოველივე თუ გავაქრეთ რას მოვიგებთ?! ვის მივბაძოთ?!

სიყვარულით რომ მომიწოდებდე მივიღებ იმას, მაგრამ როდესაც სენსაციებზე ხარ მაყურებელი, ეს არის ძალიან ცუდი. ჩაივლის მძიმე მარხვის დღეები. მე ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

თუ მე ვარ მტყუანი ასმაგად, ათასმაგად მაზღვევინონ, იმათ რაც ეკუთვნით თუ მტყუანები არიან ღვთის, ერის, ქვეყნის წინაშე ერთმაგიც საკმარისია მოვკითხოთ. სხვები თუ დადუმდებიან, ჩვენ ლაჩრები არ ვართ, მებრძოლი ეკლესია ვართ და ყველასთვის შეგვიძლია პასუხის გაცემა. ჩვენ თუ შიგნით ვერ დაგიცავით, გარეთ ვის დაგიცავთ?! კიდევ არის დრო მოინანიონ, ადამიანებს დაემსგავსონ თავიანთი საქციელით გამყიდველობას თავი დაანებონ თავად ხომ მაინც იციან, რომ მატყუარები არიან“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close