დღის ამბები

კახეთის რეგიონის მოსახლეობა ოფთალმოლოგიურ კვლევას უფასოდ ჩაიტარებს

კახეთის რეგიონის მოსახლეობა ოფთალმოლოგიურ კვლევას უფასოდ ჩაიტარებს

კახეთის რეგიონის მოსახლეობა ოფთალმოლოგიურ კვლევას უფასოდ ჩაიტარებს. ამ მიზნით კლინიკა „ოფთალმიჯმა“ და რეგიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა მემორანდუმი გააფორმეს.

სამედიცინო კომპლექსის განახლებული მოძრავი კლინიკა პაციენტებს ოფთალმოლოგიურ პრობლემებს ადგილზე მოემსახურებათ.

სამედიცინო კვლევების გარდა, ჩატარდება თვალის ოპერაციები. ოფთალმოლოგიური მომსახურების ნაწილს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში არ ფინანსდება, ჯავრიშვილის ოფთალმოლოგიური კლინიკა თავად უზრუნველყოფს. მოძრავი ოფთალმოლოგიური კლინიკა დღეიდან მთელი კახეთის მასშტაბით იმოძრავებს.

წყარო : cnews.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close