დღის ამბები

„ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორია“

„ორი დედაქალაქის ისტორია − ოქროს გზა ოქროს ისტორია“

აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძე ს შეხვდა. შეხვედრა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივის განხილვას მიეძღვნა. ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაერთო უნიკალური პროექტის განხორციელებაში, რომელსაც “ორი დედაქალაქის ისტორია” ეწოდება და მოიცავს “ოქროს გზის” შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ობიექტის იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიის ამოქმედების გეგმას.

2020 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა,  პროექტს”ორი დედაქალაქის ისტორია”  კულტურული მარშრუტის სერტიფიკატი მიანიჭა. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი „იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემიის“ განვითარებაა.შეგახსენებთ რომ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის თხოვნაა, შეიქმნას მემორანდუმი ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რათა უნივერსიტეტის პედაგოგებმა სკოლა-აკადემიისთვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები შეიმუშაონ.

„იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტბიბლიოთეკას, ტურისტულ შეთავაზებებს და ა.შ. სკოლა-აკადემია ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული ჭიქურით დაფარული თიხის ნაკეთობების დამზადების უძველესი მეთოდები; გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული მინანქრისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები და სხვა. სკოლა-აკადემიას აქვს სათანადო ტექნიკური ბაზა, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის წარმოებას“, − აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close