დღის ამბები

დღეს საქართველოში გლოვის დღეა – სახელმწიფო დროშები დაშვებულია

დღეს საქართველოში გლოვის დღეა - სახელმწიფო დროშები დაშვებულია

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც მდინარე ენგურის გადმოლახვის დროს, 7 აპრილს დაიღუპნენ, 2021 წლის 10 აპრილი ქვეყანაში გლოვის დღედ არის გამოცხადებული. ამასთან დაკავშირებით, ეროვნული დროშები 2021 წლის 11 აპრილის 00:00- სათმდე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იქნება.

შეგახსენებთ: ოთხი ადამიანი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დატოვებას და საქართველოს ხელისუფლების  კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას ცდილობდა, მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაიღუპა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ მოქალაქეებს 5-დღიანი საკარანტინე პერიოდის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი, ხშირ შემთხვევაში, მდინარე ენგურის გავლით ცდილობენ შემოსვლას, რაც ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close