დღის ამბები

9 აპრილის თელაველი უსახელოდ და უგვაროდ აჩრდილები

9 აპრილის თელაველი უსახელოდ და უგვაროდ აჩრდილები

ყოველ წელს, თელავში  9 აპრილს  დილით 5 საათზე 10 ამდე სხვა და სხვა ასაკის  ადამიანი უხმაუროდ იკრიბება, ერთად მიდიან 9 აპრილის მემორიალთან. თან მიაქვთ ამობეჭდილი 21 ფოტო, სანთლები,ასანთი,  ღვინო, სკოჩი, საჭიროებისამებ ცოცხიც,  ყვავილები, და ცოტა საგზალი.

ბოლო წლებში ერთმანეთს სოციალური ქსელით ასეთი ფორმით მოუწოდებენ

„7 აპრილი : ამ პოსტს ყოველ წელს ქარაგმებით ვწერ ხოლმე და არც ახლა დავარღვევ ტრადიციას (გამგები გაიგებს) >>>> მეგობრებო, მოახლოვდა X დღე.

ვინაიდან შარშან ამ დროს საერთოდ ვერ გამოვდიოდით გარეთ და წელსაც რეგულაციების გამო ღამეს ვერ გავათენებთ >>>>> ასეთი წინადადება მაქვს >>>> დილის 6-ს ნახევარზე შევიკრიბოთ სადაც ყოველ წელს ვიკრიბებით ხოლმე და გავაკეთოთ ის >>>> რასაც ყოველ წელს ვაკეთებთ ხოლმე  თუ ალტერნატიული წინადადება აქვს ვინმეს >>> დაწერეთ ხოლო თუ თანახმა ხართ ისე მოვიქცეთ როგორც დავწერე >>>>> დღესვე უნდა დავიჭიროთ თადარიგი. ჩამოვყალიბდეთ სანოვაგეს როგორ ვიმარაგებთ, ღვინოს საკითხს ვინ აიღებს საკუთარ თავზე. (5 ლიტრი ყველა ვარიანტში გვეყოფა რამდენიც არ უნდა ვიყოთ >>> დათრობას არავინ ვაპირებთ) ნიკოლოზ, დიდი ეჭვი მაქვს ფოტოების ამოპრინტერებას ტრადიციულად შენ თავზე აიღებ მგონი არაფერი გამომრჩა. ხო, და სანთლები არ დაგვავიწყდეს. თუ რამეა >>> დაამატეთ. ბოლობოლო შეგვიძლია ამ საღამოს სადმე შევხვდეთ და გადავინაწილოთ ფუნქციები. ან არ შევხვდეთ და აქ >>> კომენტებში ჩამოვყალიბდეთ.  პიეს: თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი!!!

ბასტა!!!!!!

8 აპრილი  : მოკლედ, ამ დროისთვის რა ვიცით >>> ნიკამ ამობეჭდილი ფოტოები ჩემთან დატოვა და ამოვიტან.

სანთლები ვიყიდე.

ღვინო ელიზბარას მოაქვს

სკოჩი ნათიას ექნება ყოვლისმომცველ მანქანაში

ლუდს ღვინოს  და საკვებს იმის მიხედვით ვიყიდით სადღეღამისოში >>>> >>>> რამდენიც ვიქნებით და ჯიბეში რამდენიც გვექნება :))

ხო, არ გადამიმოწმებია მარა მგონია რო დასუფთავებული იქნება იქაურობა.

არ იქნება და მოვიფიქრებთ რამეს და დავასუფთავებთ

5:30-ზე ვიქნებით X ადგილას.

მგონი არაფერი გამომრჩა.

პიეს: დასანანია რო ტრადიციულად ვინც ჩვენთანაა ხოლმე როგორც წესი >>> ობიექტური მიზეზების გამო ვერ იქნებიან““

მერე 9 აპრილს 10 საათიდან როცა ადგილობრივი ხელისუფლება, მედია და კამერები მიდიან. იქ მხოლოდ 21 ფოტო ხვდებათ გაკრული, სანთლები, ასანთი ღვინო და ერთჯერადი ჭიქები. აჩრდილები კი მზის ამოსვლასთან ერთად ქრებიან

ალბათ არავინ იცის რომ 9 აპრილის გამთენიის თელაველი უსახელოდ და უგვაროდ აჩრდილები ყოველ დილით მემორიალთან გამვლელ ადამიანებს მომზადებულ, ფოტოებით მორთულ და შემკულ მემორიალს ახვედრებენ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close