9 აპრილის მოვლენებიდან 32 წელი გავიდა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწუმენებულმა ირაკლი შიოშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
,,უკვე 32 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან, დღევანდელ დღეს, ვიხსენებთ სამშობლოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.,, – აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.
,,9 აპრილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. გვსურს პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას, იმ ადამიანების ხსოვნას, რომელებიც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას შეეწირნენ. დღესდღეობით, ჩვენი ქვეყნის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თუმცა მე მჯერა,რომ გარდაცვლილი გმირების პატივისცემა უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.” – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
9 აპრილის მოვლენებს საქართველოს 21 მოქალაქე ემსხვერპლა.