ახმეტასპორტი

სპორტის საერთაშორისო დღე ახმეტაში

სპორტის საერთაშორისო დღე ახმეტაში

ახმეტის მუნიციპალიტეტში “სპორტის საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართა მარათონი (სტარტი-ქ. ახმეტის N1 საბავშვო ბაღიდან კულტურის სახლის სკვერამდე, დისტანცია -1კმ).
აქტივობის ორგანიზატორი და მხარდამჭერი იყო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
მარათონში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
გამარჯვებულები გახდნენ:
გოგონები
I ადგილი – ლიკა ნახუცრიშვილი (ქ. ახმეტა N1 საჯარო სკოლა)
II ადგილი – ქეთევან ალბუთაშილი (ქისტაური)
III ადგილი – მარიამ იქაიძე (ზ. ალვნის N2 საჯარო სკოლა)
ბიჭები
I ადგილი – გიორგი ნახუცრიშვილი (ოჟიო)
II ადგილი – იბრაგიმ ღანიშაშვილი (დუისი)
III ადგილი – შოთიკო სანთოიანცი ( ზ. ალვნის N 1 საჯარო სკოლა).
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით და ფასიანი საჩუქრებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close