საზოგადოება

ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაიარონ

ვაქცინის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია ხელახლა უნდა გაიარონ

0

ვაქცინაციის მეორე დოზის გასაკეთებლად მოქალაქეებმა რეგისტრაცია თავიდან უნდა გაიარონ. განმარტება დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა.

მისი თქმით, უკვე აცრილი მოქალაქეებისთვის ფანჯარა თავიდან გაიხსნება და რეგისტრაციის გავლას შეძლებენ.

„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში, ვაქცინაციის მეორე ეტაპი ყველაზე ადრე მოქალაქეებს უწევთ 15 მაისს და ხელახალი რეგისტრაცია იქნება საჭირო, რადგან რიგი თავად უნდა აირჩიოს მოქალაქემ და ჩაეწეროს. ეს გამოცხადდება კიდეც და რეგისტრაციის პორტალიც გაიხსნება; „ფაიზერის“ შემთხვევაშიც ასე მოხდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close