დღის ამბებიკულტურასამართალი

შიოს მარანი, სოფ. რუისპირში დააზიანეს

შიოს მარანი, სოფ. რუისპირში დააზიანეს

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში უნიკალური ეკლესია დააზიანეს.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე:

“ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული და ისტორიული ძეგლი – არტოზანის წმ. შიოს ეკლესია (ე.წ. შიოს მარანი, სოფ. რუისპირი, თელავის მუნიციპ.). მე-13 საუკუნის ეს უნიკალური მოხატული ეკლესია წლების წინ რესტავრირდა, სამწუხაროდ არც თუ ხარისხიანად.

ამ მონაკვეთზე ხედავთ ბეტონის თაღს და ცემენტისავე გამოყენებით უხეშად ამოყვანილ სარკმლის და კედლის აგურის საპირე წყობას, რომელიც ასევე საკმაოდ დათითხნილია ცემენტის ნაღვენთებით. აუცილებელია ცემენტის ჩანაცვლება ტრადიციული, ავთენტური მასალით კირით, რათა ღირსეულად იქნეს დაცული ეროვნული საუნჯე.

 

სამწუხაროდ, ბევრი რესტავრატორი კვლავ ჯიუტად აგრძელებს ცემენტით და ან კირცემენტით (ქიმიურად გაუმართლებელი და არამდგრადი მიქსი) თითხნაობას და ძეგლთა დაზიანებას. არტოზანის წმ. შიოს ეკლესია ამის მაგალითია. ტაძარს არც კარ-სარკმლები აქვს ჩასმული, კანკელი და წმ. ტრაპეზი მოშლილია და უმოქმედოა.”

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close