სამართალი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 80 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 80 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში 80 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი კაცი მისმა მეუღლემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნახა , რის შემდეგაც სამართალდამცველებს დახმარებისთვის მიმართა.

დაღუპულის მეუღლე ამბობს, რომ მის ქმარს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და  წლებია დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. იმავეს ადასტურებენ მეზობლები.

ერთ-ერთი ვერსიით კაცმა საწოლიდან წამოდგომა სცადა და თავი დაარტყა, რამაც ლეტალური შედეგი გამოიწვია.

რამდენიმე საათის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერ-კრიმინალისტები. დაწყებულია გამოძიება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close