ქ. თელავში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებული ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარედგინა.
სხდომა, რომელსაც კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა გახსნეს.
სხდომის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობასა და ხედვაზე ისაუბრა. მან „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები წარადგინა და მონაწილეებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი დეტალურად გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონაწილეებმა, სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.
„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.
7
1 გაზიარება
მომწონს
კომენტარი
გაზიარება