ახმეტა

ირაკლი ქადაგიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა

თელავის- ახმეტის- ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერთან იოსებ ქარუმაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან თამარ ყეინიშვილთან ერთად მერის წარმომადგენლებთან და მერიის სამსახურების ხელძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რაც ცენტრალურ და საკანონმდებლო დონეზე საჭიროებს მსჯელობასა და მოგვარებას.
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი სამუშაო ფორმატში, მაჟორიტარულ ოლქში შემავალი თითოეული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გამართვს შეხვედრას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close