დღის ამბები

კახეთში ვაქცინაცია გრძელდება

კახეთში ვაქცინაცია გრძელდება

თელავის რეგერალური საავადმყოფოს შემდეგ კახეთში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაცია გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსი” საავადმყოფოს მედ – პერსონალით დღეს გაგრძელდა, რომელიც რეგიონის სხვა კლინიკებსაც მოიცავს. “ჯეო ჰოსპიტალსში” პირველებმა “ასტრაზენეკაზე” აცრა ამავე საავადმყოფოს ექიმებმა დეა ცაბუტაშვილმა და ქეთევან სამნიაშვილმა ჩაიტარეს. ამ სამედიცნო დაწესებულებაში მოწყობილია სპეციალური ოთახი, სადაც დღის განმავლობაში ვაქცინას სხვა მედიკოსიც გაიკეთებენ. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 1900 დოზა კახეთში 13 მარტს ჩაიტანეს. რეგიონში სრულად მობილიზებულია რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, სადაც “ასტრაზენეკა” სპეციალურ მაცივრებში დასაწყობდა. კახეთში, COVID- 19- ზე აცრა რეგისტირებულ 13 დაწესებულების სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს ჩაუტარდება, მათ შორის საუბარია თელავის ოთხი და საგარეჯოს სამი კლინიკის 1500- მდე მედიკოსზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close