ბლოგებიმთავარი ამბები

გაიცანით შორენა ოსეფაშვილი

გაიცანით შორენა ოსეფაშვილი

0
გაიცანით შორენა ოსეფაშვილი, რომელიც 10 წელზე მეტია მუშაობს წამყვან აგრონომად და მცენარეთა დაცვის სპეციალისტად USAID – ის მიერ დაფინანსებულ თელავის ფერმერთა მომსახრულების ცენტრში, სადაც იგი ცოდნას, გამოცდილებასა და ინოვაციურ მიდგომებს ასწავლის და უზიარებს სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს.
🌱„ჩემი პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი ჩემმა ოჯახმა შეიტანა. ბავშვობიდანვე ვიყავი ჩართული ოჯახურ მეურნეობაში, რამაც ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავა და აგრონომია ჩემ მთავარ საქმიანობად აქცია. სოფლის მეურნეობა გამუდმებით შრომასა და თავდადებას მოითხოვსა და სასიამოვნოა, როცა შედეგსაც შესაბამისს“.
შორენამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. იგი უკვე ფერმერთა მომსახურების ცენტრის მენეჯრიც გახდა და ამაყობს, რომ კახეთის მასშტაბით ემსახერება 10 ათასზე მეტ ფერმერს და ოჯახურ მეურნეობას.
შორენა ასევე ჩართულია USAID -ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობების განვითარების გრანტის მიმღებ აგრო-არტ კლუბში, სადაც ახალგაზრდებს უზიარებს ცოდნას და ცდილობს მათაც ისე შეაყვაროს სოფლის მეურნეობა, როგორც ეს მისმა ოჯახმა გააკეთა.
„ქალისთვის ძალიან რთულია კარიერული წარმატების მიღწევა, თუმცა რაც მეტი ქალი შეძლებს ამას და შექმნის მაგალითს, უფრო მეტად გაუადვილდებს მომავალ თაობას ამ გზის გავლას“
წყარო :   The USAID Agriculture Program

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close