თელავის ისტორია

კაცი რომელმაც საკუთარი ბინა დაანგრია და იქ თელავის მუსიკალური სკოლა ააშენა

0
ესეც ისტორიაა…. ,,გიორგი ბარძიმოვმა, თელავზე უზომოდ შეყვარებულმა ადამიანმა, რომელიც იმხანად საქართველოს „გაზიფიკაციის ტრესტს“ ხელმძღვანელობდა და თავისი ბავშვობის წლები თელავში გაატარა, გადაწყვიტა სამაგიერო საჩუქარი გაეკეთებინა მშობლიური ქალაქისთვის. ბუნებრივი აირის (გაზის) გამოყენების ხარჯზე, მიღებული მონაგებით მან გადაწყვიტა აეგო რამდენიმე შენობა და ამით გაელამაზებინა თელავი.
გადაწყდა, რომ უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცეოდა ქალაქის ცენტრს.
გ. ბარძიმოვის წინადადებით, დაინგრა აღნიშნულ მოედანზე მდგარი არამარტო მისი კუთვნილი ბინა, არამედ უსახური საერთო საცხოვრებელიც.(77) მათ ნაფუძარზე წამოიმართა თელავის მუსიკალური სასწავლებლის აგურით, ლამაზ ქართულ სტილში მოპირკეთებული თითქმის სამსართულიანი შენობა, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქის ცენტრს.”
(მასალა წიგნიდან ,,თელავი – წარსული და თანამედროვეობა”, თ ვახტანგიშვილი, თ. სიმაშვილი, 2020)
ამჟამად პირველი შენობა დღესაც არსებობს, მომდევნო შენობების ადგილი კი მუსიკალურ სკოლას უკავია…
ავტორი თენგო სიმაშვილი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close