დღის ამბები

კახეთში პედაგოგი კორონავირუსით გარდაიცვალა

კახეთში კორონავირუსით პედაგოგი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო.

პაციენტი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ექიმების განმარტებით, მას ვირუსთან ერთად, თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წყარო: პრაიმტაიმი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close