თელავიისტორიაკულტურა

ვალერიან სიდამონ-ერისთავი- მომზადებულია ნანა ვახვახიშვილის მიერ

ვალერიან სიდამონ-ერისთავი- მომზადებულია ნანა ვახვახიშვილის მიერ

ვალერიან სიდამონ-ერისთავი
დაიბადა 1889 წელს ყვარელში. მამა ვლადიმერ სიდამონ-ერისთავი წარმოშობით თავადი მოსამსახურეთა წრეს ეკუთნოდა. თელავში მას საკუთარი მამული ჰქონდა. ვალერიანი მშობლებმა შეიყვანეს თბილისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში, მაგრამ მხატვრობით გატაცებული ტოვებს გიმნაზიას და შედის თბილისში არსებულ კერძო სამხატვრო სტუდიაში.
1909 წელს ვ.სიდამონ-ერისთავი მიემგზავრება მოსკოვს და შედის ფერწერის განყოფილებაზე. 1915 წელს ამთავრებს ფერწერის უმაღლეს კლასს, ფერმწერის წოდებით. ამავე წელს ბრუნდება საქართველოში. ერთხანს სურს თბილისში გახსნას სახელოსნო-სტუდია ეროვნული მხატვრული კადრების მოსამზადებლად, მაგრამ ვერ ახერხებს და ბრუნდება თელავში მშობლებთან. იგი იწყებს მუშაობას ხატვის მასწავლებლად თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელში.
„1917 -21 წლებში ვ. სიდამონ-ერისთავი ცხოვრობდა ქალთა გიმნაზიის შენობაში და მიცემული ჰქონდა ერთი დიდი ოთახი ატელიესთვის , სადაც ის ხატავდა. მისი მეუღლე იყო ნატალია ჩოლოყაშვილი რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ქალთა გიმნაზიაში. ვალერიანი ასწავლიდა ხატვას თელავის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში“ -გ.მელითაური.
ვ. სიდამონ-ერისთავი (როგორც ქართული ინტელიგენციის და არისტოკრატიის ძირითადი ნაწილი) თბილისს ტოვებს და თავს აფარებს თელავს, რათა გადაურჩეს მე-20 საუკუნის დასაწყისის რეპრესიებს. ამ პერიოდშია შექმნილი „ღვთაების ფერისცვალების“ სახელობის ტაძარში დაცული სამი წმინდა ქალის ხატი – თამარი, ნინო , ქეთევანი. ისინი საკმაოდ საინტერესოა ხელოვნებათმცოდნეობის თვალსაზრისით. ამავე პერიოდს მიეკუთნება დიდი ისტორიული ღირებულების მქონე თელავის პეიზაჟი „ბატონის ციხის“ სამრეკლო და კათოლიკოსის სასახლე (ტილო.ზეთი 52,5X72 სმ). ეს ტილო დაიბეჭდა „კულტურა პლუს“ -ის 2018 წლის N 1 (11) და დოკუმენტური სიზუსტით შემოგვინახა კომუნისტების მიერ განადგურებული სასახლის სახე.
ვალერიან სიდამონ-რისთავი გარდაიცვალა 1943 წელს 29 ივნისს.
მასალა და ფოტოები მომზადებულია ნანა ვახვახიშვილის მიერ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close