სიღნაღის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ერისიმედში თავართქილაძეების ფერმა სრულად დაიწვა. შემთხვევა დილას მოხდა. არსებული ინფორმაციით, სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟების მისვლამდე , 25 სული მსხვილფეხა პირუტყვი დაიწვა და როგორც ოჯახი ამბობს, ათასობით ლარის ზარალი მიადგა. ადგილიბრივების ინფორმაციით, ფერმის სხვენში თივა ინახებოდა, ამიტომ ხანძარი შენობაზე სწრაფად გავრცელდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.