ანონსები

აქცია პანკისში

პანკისის სოფელ დუისის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ხეობაში მესამე ჰესისი მშენებლობას აპროტესტებენ როგორც ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსახლეობა ეკოკატასტროფის წინაშე დადგება. აღარ იქნება სასმელი და სარწყავი წლები. ქისტებმა სპეცუალური მიმართვა საქართველოს პორეზიდენტის , პრემიერმინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის და სახალხო დამცველის სახელზე დღესვე გაიგზავნება.

ქისტები ძალოვანი უწყების მხრიდან პანკისელების პოლიციის განყოფილებაში დაბარებასაც გამოეხმაურნენ. როგოც ცნობილია შეხვედრა გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძესთან თელავში გაიმართა, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები და უხუცესები დაიბარეს. მათი თქმით, კახაბერ საბანაძემ მათი მოთხოვნები მოისმინა და ხეობაში ჰესის მშენებლობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

დღევანდელ აქციაზე მოსახლეობის კიდევ ერთი მოთხოვნა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მომხდარის დეტალების დროული გამოძიევისკენ მოუწოდებენ და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close