ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში უპატრონო ძაღლების ვაქცინაცია დაიწყო

ლაგოდეხში უპატრონო ძაღლების ვაქცინაცია დაიწყო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების დეჰელმენტაცია დაიწყო. როგორც მუნიციპალიტეტის მერი აცხადებს, უმეთვალყუროდ დარჩენილი ძაღლების პრობლემა დიდი ხანია დგას მუნიციპალიტეტში. უსახლკარო ძაღლების იზოლირება ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით ბადის საშუალებებით განხორციელდება, მოხდება სტერილიზაცია, ვაქცინაცია და თითოეულის იდენტიფიკაცია – დანომრილი საჭდის ყურზე დამაგრებით.

ყველა საჭირო პროცედურების შესრულების შემდეგ ცხოველები აყვანის ადგილს დაუბრუნდებიან. უმეთვალყურეოდ დარჩენილი გამოკვლეული ცხოველები საშიშროებას აღარ წარმოადგენენ მოსახლეობისათვის.

სამუშაოებს მერიის დაკვეთით შპს „დოგი დიკ“-ი შეასრულებს და ის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close