28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.
დასავლეთის უმეტეს, აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში კი ზოგან ძლიერი წვიმა იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ასევე, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მოსალოდნელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება.
საფრთხის დონე საშუალოა.














