Home ბლოგი 2026 წლის 3 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შუალედური არჩევნები გაიმართება

2026 წლის 3 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შუალედური არჩევნები გაიმართება

2026 წლის 3 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის შუალედური არჩევნები გაიმართება.

არჩევნების დანიშვნის მიზეზი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ადამ მოზაიძისთვის, უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.

მმართველი გუნდის დეპუტატი მარტის თვეში სუსის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა და თქვა, რომ მან სხვა პირის დახმარებით, სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად, მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამი აიღო.

3 ოქტომბერს შუალედური არჩევნები ასევე ვანის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც გაიმართება.

გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე გამოაცხადა.