Home ბლოგი რომში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის სამშობლოში გადმოსვენებისთვის ოჯახი დახმარებას ითხოვს

რომში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის სამშობლოში გადმოსვენებისთვის ოჯახი დახმარებას ითხოვს

51 წლის ნუკრი ღიურაშვილი, რომელიც წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურიდან იყო, იტალიის დედაქალაქში 26 ივლისს გარდაიცვალა.

იტალიაში დიასპორული მედიის დამფუძნებლის თქმით, ღიურაშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

მისივე ინფორმაციით, გარკვეული მიზეზების გამო, მამაკაცი საქართველოს მოქალაქე არ იყო და მისი სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს, რომელიც 5 000 ევროს შეადგენს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებები ვერ უზრუნველყოფენ.

თანხა არც ოჯახს აქვს, რადგან მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ამოწურა, ამიტომ დახმარების თხოვნით საზოგადოებას მიმართავს.

მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:

თიბისი ბანკი

GE38TB7603645061100089

მიმღები: ლანა ღიურაშვილი

საქართველოს ბანკი

GE43BG0000000101532458

მიმღები : კუკუჯანაშვილი მაია