Home ბლოგი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყოფის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყოფის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოსა და თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც შემდეგ დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹ მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვებას, შენახვასა და გავრცელებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოსთვის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს