თუშეთში ტურისტული სეზონის პიკია-აბანოს უღელტეხილზე სატრანსპორტო ნაკადი გაიზარდა
აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში თუშეთის დაცული ტერიტორიების მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადმა მოიმატა, რის გამოც აბანოს უღელტეხილის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების შეფერხებები იქმნება.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია მძღოლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და რეკომენდაციას აძლევს, თუშეთის მიმართულებით მხოლოდ ტექნიკურად გამართული, 4×4 ტიპის მაღალი გამავლობის ავტომობილებით იმგზავრონ.
მძღოლებს ასევე შეახსენებენ გზის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წესს – გზა დაუთმონ აღმართზე მოძრავ ტრანსპორტს.
თუშეთისკენ მიმავალი გზა ფშაველიდან იწყება და აბანოს უღელტეხილის გავლით ომალომდე მიდის.
საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტული გზა, რთული რელიეფით გამოირჩევა და განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე სატრანსპორტო ნაკადის მატება გადაადგილებას ართულებს.














