Home ბლოგი თუშეთის სოფელ ომალოში სასტუმრო „ნაბადთან“ მდებარე შემოკლებული გზა დღეიდან სრულად დაიკეტა

თუშეთის სოფელ ომალოში სასტუმრო „ნაბადთან“ მდებარე შემოკლებული გზა დღეიდან სრულად დაიკეტა

თუშეთის სოფელ ომალოში, სასტუმრო „ნაბადთან“ მდებარე შემოკლებული გზა დღეიდან სრულად დაიკეტა.

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ადგილობრივი, ამირან თამოიძე ავრცელებს.

მისი განცხადებით, გზა როგორც ქვედა, ისე ზედა მხრიდან ჩაკეტილია და აღნიშნული მონაკვეთით გადაადგილება აღარ იქნება შესაძლებელი.

მისივე განმარტებით, გზა კერძო საკუთრებაზე, მის მიწის ნაკვეთზე გადიოდა, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

თამოიძის ინფორმაციით, მძღოლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება ალტერნატიული მარშრუტით მოუწევს.