2 აგვისტოს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, უფასოდ მიიღოს მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები.
პროექტს ახორციელებს თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფო“ , ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით.
ადგილი: დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
დაწყება: 11:00 საათიდან
სამედიცინო სკრინინგის ფარგლებში მოქალაქეებს მოემსახურებიან თბილისის „რესპუბლიკური საავადმყოფოს“, ასევე საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კლინიკების — „ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს“, „ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმ-სპეციალისტები.
მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ:
გოჩა ვაშაყმაძე — კარდიოლოგი
ირინა გვაზავა — კარდიოლოგი
გივი პისარევი — ქირურგი
ლერი პეტაშვილი — ქირურგი
პროფესორი მაკა ბულეიშვილი — თერაპევტი, პულმონოლოგი, გასტროენტეროლოგი
ნინო აქიაშვილი — ნევროლოგი
რუსუდან გაჩეჩილაძე — ბავშვთა ნევროპათოლოგი
ანა ანთია — ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი
ნინო აივაზაშვილი — ულტრასონოგრაფიის სპეციალისტი
დავით ზურაბაშვილი — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ფსიქიატრი
რუსიკო კობახიძე — ბავშვთა ინფექციონისტი-პედიატრი
მაკა მაისურაძე — ექიმი ინფექციონისტი-პედიატრი
ინეზა ნებიერიძე — პედიატრი, ფთიზიატრი,პულმონოლოგი
ლია ტრაპაიძე — თერაპევტი, ფთიზიატრი,პულმონოლოგი
ეკა თოფურიძე — ოტო-რინო-ლარინგოლოგი
ლეილა გელაშვილი — ოტო-რინო-ლარინგოლოგი
სალომე მარდალეიშვილი-ექიმი-ოფთალმოლოგი
საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს ჩაუტარდებათ შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები.
პროექტის მიზანია დაავადებების ადრეული გამოვლენა, ქრონიკული დაავადებების პრევენცია და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.














