Home ბლოგი ბავშვთა შორის „კახეთის თასის“ რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი გაიმართა

ბავშვთა შორის „კახეთის თასის“ რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი გაიმართა

ტურნირში ადგილობრივ გუნდებთან ერთად, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ბავშვთა საფეხბურთო აკადემიების კლუბებიც მონაწილეობდნენ.

შეჯიბრს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ბაზაზე შეკრებილი გულშემატკივრები დაესწრნენ.

მასშტაბურ ტურნირში 29 გუნდი მონაწილეობდა, რაც „კახეთის თასის“ ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

წარმატებით იასპარეზეს გურჯაანის სპორტული გაერთიანების გუნდებმა, რომლებმაც ორი პირველი, ერთი მეორე და ერთიც, მესამე ადგილი დაიკავეს.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, სიგელები და სამახსოვრო თასები გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მერებმა, გიორგი მაჭავარიანმა და ჯონდო მდივნიშვილმა გადასცეს

ლაგოდეხში, საქართველოს ფეხბურთის ეროვნული და კახეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების ორგანიზებით, ბავშვთა შორის „კახეთის თასის“ რიგით მესამე ტრადიციული ტურნირი გაიმართა.