შატო ვარდისუბნის მეპატრონემ ავთანდილ ბაღანაშვილმა საქართველო დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. ამ დროისთვის უცნობია რომელ ქვეყანაში იმყოფება იგი.
ბაღანაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და აქტიური მხარდამჭერი იყო, საზოგადოებას კარგად ახსოვს მასზე მომხდარი რამდენიმე თავდასხმა.
რამდენიმე თვის წინ ბაღანაშვილის მარანს შატო ვარდისუბანს უცნობმა პირებმა ცეცხლი წაუკიდეს, როგორც მაშინ მედიასთან ისაუბრა ავთანდილ ბაღანაშვილმა იგი ეჭვობდა რომ მასზე ფიზიკურ ძალადობის თავდასხმის და ასევე ხანძრის უკან სწორედ ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იდგენენ .
შეგახსენებთ რომ შატო ვარდისუბნის მარნის წინ მეპატრონის გადაწყვეტილებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის და საქართველოსა და უკრაინის დროშები იყო გამოფენილი, უცხო პირებმა მათ ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს.

