ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ეზოში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა.
გამოფენაზე ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის პროექტის – „გაიღრმავე ცოდნა“ ფარგლებში მოქმედი ხატვისა და თექაზე მომუშავეთა წრეების 120 მოსწავლის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
გამოფენის მიზანს მოსწავლეებში ხელოვნების პოპულარიზაცია და მათი შემოქმედების საზოგადოებისათვის გაცნობა წარმოადგენს.
ხატვისა და თექაზე მომუშავეთა წრეების აღსაზრდელებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.