ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება, რომელიც დღეს დილით ავარიულად შეწყდა, 10:15 საათისთვის სრულად აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავარიის დაფიქსირებისთანავე ენერგოსისტემის აღდგენის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და ამ დროისათვის ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებს ეტაპობრივად აღუდგათ.
შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინფორმაციით, 08:05 საათიდან მიწოდება ეტაპობრივად აღდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილში, ხოლო 10:15 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარაგება სრულად აღდგა.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით აცნობებენ.














