Home ბლოგი ქართველმა მებრძოლმა იცო ბაბულაიძემ ამერიკელი რაჰიმ ფორესტი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა იცო ბაბულაიძემ ამერიკელი რაჰიმ ფორესტი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა იცო ბაბულაიძემ Cage Fury-ის CFFC 159-ზე ამერიკელი რაჰიმ ფორესტი მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ბაბულაიძე პროფესიონალი MMA-ს მებრძოლია და 77 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

ის წარმოშობით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არის და სხვადასხვა მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, მათ შორის PFL-სა და Ring of Combat-ში, იბრძოდა.

კარიერაში მას გამარჯვებები აქვს როგორც ნოკაუტით, ისე მტკივნეული ილეთითა და მსაჯთა გადაწყვეტილებით.

CFFC 159-ზე გამარჯვებამდე მისი პროფესიული რეკორდი 7-0 იყო. რაჰიმ ფორესტთან გამარჯვების შემდეგ, ბაბულაიძემ მეხუთე ფინიში იზეიმა და დაუმარცხებელი სერია გააგრძელა.

იცო ბაბულაიძე ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ MMA-მებრძოლად მიიჩნევა