Home ბლოგი ტექნიკური ხარვეზის გამო 112-ში ზარები შეფერხებით შედის

ტექნიკური ხარვეზის გამო 112-ში ზარები შეფერხებით შედის

ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შედის.

ამის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მოქალაქეებს ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვას სთავაზობს.

“- გაცნობებთ, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის.

თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

591544375

591946870

591946840

591544384

577011174

598087761

599842206

577011241

ტექნიკური ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება.

ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.