Home ბლოგი სუსმა 24 და 25 ივლისს ელექტრო ენერგიის ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება დაიწყო

სუსმა 24 და 25 ივლისს ელექტრო ენერგიის ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო, გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ეტაპობრივად განახორციელებს”, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.