სამბოში საქართველოს პირველობაზე სიღნაღელმა სპორტსმენებმა გამარჯვება მოიპოვეს.
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით სამბოში საქართველოს პირველობა კადეტებს, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა, მათ შორის ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრის ქალაქ წნორის ძიუდოისტებმა მიიღეს. ახალგაზრდა სპორტსმენებმა შესანიშნავი შედეგები აჩვენეს. ნია სპანდერაშვილმა შეჯიბრში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო სალომე კუტიბაშვილმა ღირსეული ასპარეზობის შედეგად ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.
ახალგაზრდა სპორტსმენებს მწვრთნელი ლუდმილა ფერაძე ავარჯიშებს, რომლის ხელმძღვანელობითაც მათ არაერთი გამარჯვება მოიპოვეს.