Home ბლოგი მერაბ გამყრელიძემ სამსახურის თბილისის მთავარი და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

მერაბ გამყრელიძემ სამსახურის თბილისის მთავარი და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, მერაბ გამყრელიძემ, სამსახურის თბილისის მთავარი და რეგიონული სამმართველოების ახალი ხელმძღვანელები წარადგინა.

კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად გიორგი ჯავახიშვილი დაინიშნა.

საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა გიორგი ხარშილაძემ დაიკავა.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსად გიორგი კორსანტია, ხოლო ქვემო ქართლის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელად, პაატა გორდაშვილი დაინიშნა.

მერაბ გამყრელიძემ კოლეგებთან ერთად, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, ეფექტიანი გამოძიებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა.

ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს შესაბამისი დავალებები მიეცათ