ლაგოდეხის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინიციატივით- მერიის ახალგაზრდული პროგრამის ფარგლებში, კონკურსის- „იყავი გარემოს ქომაგი“ გამარჯვებულებს, ფულად ჯილდო, 100, 200, 300 ლარის ოდენობით გადაეცათ.
დაჯილდოების ცერემონია- ისტორიული მუზეუმის შენობაში, მედიათეკის სივრცეში გაიმართა.
მონაწილეებს, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს, ხოლო I, II და III საპრიზო ადგილზე გასულ კონკურსანტებს, ფულად ჯილდო გადაეცათ.
ცნობისთვის, კონკურსის მიზანს გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.