“პალიტრა L-ის” ლიტერატურული ტურნე- სტარტს კახეთიდან აიღებს.
მეორე გაჩერება 10 ივლისს, ყვარელში იქნება.
” ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოსული სტუმრები განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ! ფასდაკლებებთან ერთად, დაგხვდებთ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ჩვენი ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა “1+1”; “3 წიგნი 10 ლარად” და “გადაიხადე, რამდენიც გინდა”
ასევე, ადგილზე დაგხვდებათ “მაკულიტერატურის” პუნქტი, სადაც მაკულატურის ჩაბარება და ახალ წიგნებში გადაცვლა შეგეძლებათ!
2 კგ = 1 ლარს (ჩასაბარებელი მაკულატურის მინიმალური წონა – 4კგ)
შეხვედრის ადგილი: ყვარლის სპორტული სკოლის მიმდებარე ტერიტორია
დრო: 12:00 – 19:00 საათი
ტურნეს ფარგლებში, მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულ ავტორებს – თინათინ ბერიძესა და ნანი მანველიშვილს. დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ ავტოგრაფები
შეხვედრის ადგილი: ყვარლის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრი
დრო: 17:00 საათი! “,- აღნიშნულია