Home ბლოგი კახეთში მევენახეების აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს

კახეთში მევენახეების აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს

კახეთში მევენახეების აქცია ერთდროულად ორ ლოკაციაზე, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

ფერმერები სოფელ ახალსოფელში ღვინის საწარმოსთან შეიკრიბნენ და ყურძნის ფასი გზის გადაკეტვით გააპროტესტეს.

მათი თქმით, მიუღებელია ნაკლებ შაქრიანი ყურძნის ფასი,რომელიც კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

ისინი სამთავრობო დადგენილების შეცვლას ითხოვენ, რომლითაც ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები განისაზღვრა.

ღვინის ეროვნულ სააგენტოს დირექტორმა, ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძენზე სახელმწიფო 30 თეთრს იხდის, ხოლო 21% და მეტი შაქრიანობის შემთხვევაში, საფერავის ფასი 1.50 ლარია, სხვა საღვინე ჯიშების, 1.30 ლარი.