გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
ჟიურის გადაწყვეტილებით ლიტერატურულ კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
პოეზიაში: I ადგილი – ლიკა გლურჯიძე;
II ადგილი – ანანო ხაჩიშვილი;
III ადგილი – ლიზი ვარაზაშვილი
პროზაში:
I ადგილი – ნუცა რაქვიაშვილი;
II ადგილი – ნინო სირბილაშვილი;
III ადგილი – ანასტასია მელექსიშვილი;
გურჯაანის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულებს მერიის მიერ დაწესებული ფულადი პრიზები – I ადგილზე გასულს 2000 ლარი, ხოლო II და III ადგილოსნებს 1500 და 1000 ლარი გადაეცათ.
საკონკურსო ნამუშევრები ქართველმა პოეტებმა ტარიელ ხარხელაურმა, ნანა ცინცაძემ და მწერალმა ნატო დავითაშვილმა შეაფასეს.
6 გამარჯვებულთან ერთად, გამოვლინდა ჟიურის და მერიის რჩეული ნაწარმოები, რომლის ავტორს – მარიამ მასურაშვილს ფულადი პრიზი გადაეცა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ლიტერატურული კონკურსი წელს პირველად გაიმართა და ის ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.














