Home რეგიონი გურჯაანი “გურჯაანის ურბანული ფესტივალი” დაიწყო

“გურჯაანის ურბანული ფესტივალი” დაიწყო

default

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში- “გურჯაანის ურბანული ფესტივალი” დაიწყო.

პროექტის მიზანია გურჯაანი გახდეს ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრი, განვითარდეს ურბანული მხატვრობის კულტურა და გურჯაანის იმიჯის პოზიციონირება მოხდეს როგორც მეღვინეობის ქალაქი მსოფლიოს ქუჩის რუკაზე.

ფესტივალში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე სხვადასხვა ეროვნების მხატვრები, ხელს შეუწყობს და საფუძველს ჩაუყრის თანამედროვე ქუჩის ხელოვნების განვითარებას გურჯაანში და ქალაქს მისცემს შესაძლებლობას გააჩინოს ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურები ქუჩის ხელოვნების მოყვარულთათვის.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი 3 საერთო საცხოვრებლის ფასადის მოხატვას გულისხმობს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.