Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა.

მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, პლატონ კალმახელიძესთან ერთად გაეცნო.

სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გარკვეული შენიშვნების გამო, მშენებელ კომპანიას ხარვეზების აღმოფხვრა დაევალა.

შენობაში მოეწყობა საგანმანათლებლო და მოსასვენებელი ოთახები, ბავშვების საჭიროებებზე მორგებული სივრცეები და სათამაშო ეზო.

ბაღი ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის