Home ბლოგი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ ავთო მარხვაიძეს ოჯახი ეძებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ ავთო მარხვაიძეს ოჯახი ეძებს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრებ ავთო მარხვაიძეს ოჯახი ეძებს.

მისი და, ნათია ჯაგოდანიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ვეძებთ ჩემს ძმას ავთო მარხვაიძეს, რამდენიმე დღეა არ გამოსულა კავშირზე. ვიცით, რომ წავიდა გომეწრის ხეობაში ხითანობაზე, მაგრამ როგორც გავარკვიეთ, არავის უნახავს, იქნებ ვინმემ რომელიმე სოფელში ნახეთ ან გზაზე შეგხვდათ…

გთხოვთ, რაიმე ინფორმაცია თუ გაქვთ, მომწერეთ ან დამირეკეთ 599340369”.

“მთავარი ამბები კახეთიდან” გამოცემის ინფორმაციით, მარხვაიძე სოფელ ჯვარბოსელში მიემგზავრებოდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.