Home ბლოგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე PSP-ის აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში ქეთევან წამებულის ქუჩაზე PSP-ის აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე, PSP-ის აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორი ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს ჯეტას და ჯიპის ტიპის ავტომობილები შეეჯახა.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავტომობილებში მყოფმა პირებმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულებთან ადგილზე იმყოფებოდა 112-ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.