მთავარი ამბებისამართალი

რით გარდაიცვალა საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე ?!

რით გარდაიცვალა საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე ?!

0

თელავში მდებარე საკარანტინო ზონაში ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. ახალგაზრდა ბიჭი გ. გ. საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა და სავალდებულო კარანტინს გადიოდა.

როგორც  ცნობილია,  გარდაცვლილი მეტადონის პროგრამაშიც იყო ჩართული. თუმცა საკარანტინე ზონაში გადაყვანისას, მან მეტადონის პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების მიღებაზე უარი განაცხადა.

„მთავარი ამბები კახეთის“ ინფორმაციით გარდაცვლილს მეტადონის გარდა თან ჰქონდა სხვა ნარკოტიკული საშუალებებიც. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი კი  ნარკოტიკული საშუალების გადამეტებული  მოხმარება გახდა, რამაც ლეტალური შედეგი დააყენა. პოლიციელებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს ერთჯერადი მოხმარების სამედიცინო შპრიცები.

ერთ ერთი ვერსიით გარდაცვლილს ნარკოტიკები აივანის საშუალების მიაწოდეს.

როგორ მოხდა საკარანტინე ზონაში ნარკოტიკული საშუალება, ამაზე პასუხს იმედია საგამოძიებო ორგანოები გასცემენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close