თელავი

კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა ცოტა ხნის წინ 43-დან 45-მდე გაიზარდა

კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობა ცოტა ხნის წინ 43-დან 45-მდე გაიზარდა. COVID- 19 ყვარელში ერთ- ერთ ადგილობრივს ლაბორატორიულად დაუდასტურდა. ადგილზე სპეციალისტთა ჯგუფი იმყოფება. სპეციალისტებუ წყაროს და კონტაქტების მოძიებაზე ახლაც აქტიურად მუშაობენ. ორგანიზმში კორონავირუსის არსებობა დაუდასტურდა ლაგოდეხში მცხოვრებ ერთ ადამიანს. ის აჭარიდან სტუმრად ჩამოსული ოჯახის კლასტერის კონტაქტია. დაინფიცირებულებს სპეციალიზირებულ კლინიკაში დღესვე გადაიყვანენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close