სამართალი

პანკისის მცხოვრები შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ბრალდებით პოლიციამ დააკავა

პანკისის მცხოვრები შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ბრალდებით პოლიციამ დააკავა

პანკისის სოფელ ბირკიანში მცხოვრები შშმ პირი სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ბრალდებით პოლიციამ დააკავა. სასამართლომ კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება 32 წლის კაცს ამერიკელ მოქალაქესთან 19 სექტემბერს მომხდარ ინციდენტს ედავება, რა დროსაც ის უცხოქვეყნის მოქალაქეს ბაწარას ხეობაში იმ დროს შეხვდა, როცა ის ტურისტული მარშრუტით გადაადგილდებოდა. დაკავებული შშმ პირია და მას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

საქმეზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებულის ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close