დღის ამბებიეკონომიკათელავი

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ კახელ ფერმერებს ახალი სერვისები გაანცო

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ კახელ ფერმერებს ახალი სერვისები გაანცო

თხილის ინდუსტრიის განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ახორციელებს, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში კახელ ფერმერებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრას თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი დაესწრო. მიმდინარე სეზონიდან საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO (The Food and Agriculture Organization of the United Nations ) და სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო ასოციაციის სერვისების მიწოდება კახეთის რეგიონში მცხოვრები თხილის მწარმოებელი ფერმერებისათვის. გადამზადდა აგრო კონსულტანტთა ჯგუფი, რომელთაგან თითოეული მენეჯმენტს გაუწევს საშუალოდ 250 ჰექტარ თხილის ფართობს. ძირითადი საკითხები იქნება ნიადაგის ნაყოფიერების მართვა, გასხვლა-ფორმირება, ირიგაცია, მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლა, მოსავლის აგრო ვადებში აღება, შრობა და დასაწყობება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close