თელავისამართალი

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა თელავი- გურჯაანის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, “ჰონდა” – ს მარკის ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.

მიყენებული დაზიანებებით ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში მოათავსა, თუმცა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close